სამეგრელოში ავტომობილი ძროხას დაეჯახა - მანქანაში მსხდომი 2 პირი დაშავდა
ხობი-პირველი მაისი-ხამისკური საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, წუხელ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებული იყო მოძრაობა.
„როგორც ადგილზე ამბობდნენ, ავტომობილი ძროხას დაეჯახა, იქვე ეგდო ძროხის ტანი და თავი ცალ-ცალკე", - გვითხრა თვითმხილველმა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები. მომხდარ ფაქტზე შსს-მ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - გამოძიება ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ჩადეთ ყინულის კუბიკები სარეცხ მანქანაში: ნაკლებად ცნობილი ხრიკი, თქვენი კომფორტისთვის
„კამერებში როგორც ჩანს, ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში...“ - რას ამბობენ კორპუსში, სადაც ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს
მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა
მიმოხილვა