VIDEO: „გილოცავთ ზეციურ დაბადების დღეს“ - „ქვევრი“ ლაშა ბასლანძის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
რესტორან „ქვევრის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მფლობელს ლაშა ბასლანძეს დაბადების დღეს ულოცავენ.
„15 მაისს, ლაშა ბასლანძე 41 წლის გახდებოდა… ადამიანი, რომელმაც ქვევრი არა მხოლოდ რესტორნად, არამედ აქცია ოჯახად, ემოციად, ადგილად სადაც თითოეულ სტუმარს სიყვარული და სითბო ხვდება.მისი შრომა, გული და სული დღემდე იგრძნობა ქვევრის თითოეულ კუთხეში.
ბასლა, შენ დატოვე სახელი, დიდი სიყვარული და ადამიანობა. შენი შექმნილი გზა ისევ გრძელდება და გპირდებით მუდამ გავაგრძელებთ!
ქვევრი ყოველთვის იამაყებს შენით. გილოცავთ ზეციურ დაბადების დღეს. 15 მაისი ყოველთვის შენი დღე იქნება…“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ლაშა ბასლანძე დღეს 41 წლის გახდებოდა.
„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია... ვინ ხარ, რა ხდება“ - გურამ დადიანიძის ბიძაშვილი ფოტოს აქვეყნებს
13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
დემენციის ადრეული ნიშნები - ზაზა თელია განმარტავს
უწყობს თუ არა ხელს ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდას და რატომ იყენებენ მას სპორტსმენები
კვირის პოპულარული სიახლეები